არახამიამ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრად ბუდანოვი დაინიშნება
უფრო ეფექტური მუშაობისთვის უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში საკადრო ცვლილებები მოხდება. ამის შესახებ 5 თებერვალს Telegram-ზე საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა.
მისი თქმით, რეზნიკოვი სამხედრო-სამრეწველო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის პოსტზე გადავა. მან აღნიშნა, რომ ეს არის "აბსოლუტურად ლოგიკური", "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობაში მისი გამოცდილების გათვალისწინებით.
თავდაცვის მინისტრად გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი, თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი დაინიშნება.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს იგორ კლიმენკო უხელმძღვანელებს, ხოლო უსაფრთხოების სამსახურს ვასილი მალიუკი, რომელიც ამჟამად ამ სამსაურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია.
"სამართალდამცავ სტრუქტურებს ამ ეტაპზე არა პოლიტიკოსები, არამედ ძალოვანი კადრები უნდა ხელმძღვანელობდნენ. მტერი ემზადება თავდასხმისთვის. ჩვენ ვემზადებით, რომ დავიცვათ თავი და დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია", - განაცხადა არახამიამ.
მან აღნიშნა, რომ საკადრო გადაადგილებები მომავალშიც იქნება.