"არავის სურს ომის დასრულება ჩვენზე მეტად"- Fox-ზე ზელენსკის ინტერვიუ დაიწყო
.jpg)
თეთრ სახლში გამართული სკანდალური და ჩაშლილი შეხვედრის ვოლოდიმირ ზელენსკი Fox News-ს სტუმრობს. ინტერვიუ ჟურნალისტ ბრეტ ბაიერთან შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალის მიუხედავად არ გაუქმებულა.
"არავის სურს ომის დასრულება ჩვენზე მეტად, მე ვამბობ, რომ ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიდგეთ, რომ შევაჩეროთ პუტინი"- განაცხადა პუტინმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხად რონალდ რეიგანის ციტატა მოიყვანა იმის შესახებ, რომ მშვიდობა არ არის მხოლოდ ომის არ არსებობა.
"მე პატივს ვცემ, პატივს ვცემ ამერიკელ ხალხს, ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები, არ ვფიქრობ ჩვენ რამე ცუდი გავაკეთეთ, მედიასთან პატივისცემის მიუხედავად შესაძლოა რაღაცები კამერების გარეშე უნდა განვიხილოთ",- თქვა ზელენსკიმ.
კონტექსტი
თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ, ვენსთან დაწყებული კამათის შემდეგ ხმამაღალ, დაძაბულ საუბარში გადაიზარდა და საბოლოოდ სკანდალურად ჩაიშალა.
მიზეზი ვიცე-პრეზიდენტ, ჯეიმს დევიდ ვენსის კომენტარი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრა და გაანადგურა ქვეყნის დიდი ნაწილი, და დღეს ცხადია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში აშშ-ის ადმინისტრაციის მიდგომა არასწორი იყო და დიპლომატიის დრო მოვიდა.