არჩევნები საფრანგეთში: კონსერვატორები სენატის კონტროლს გააგრძელებენ

24 სექტემბერს საფრანგეთში სენატის [ზედა პალატის] არჩევნები გაიმართა, სადაც 150,000 ადამიანისგან შემდგარ ელექტორალურ კოლეგიას, სენატის სრული შემადგენლობის ნახევარი - 172 სენატორი უნდა აერჩია. 

სავარაუდოდ, საფრანგეთის რესპუბლიკურ პარტიას ჯამში 144 სენატორი ეყოლება, რაც გასული არჩევნების შედეგის მსგავსი [145] იქნება, ხოლო მათი მემარჯვენე-ცენტრისტი პარტნიორები ვარაუდობენ, რომ 60 სენატორს მოუყრია თავს. 

"ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა ჩვენთვის. სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშერს უმრავლესობა გარანტირებული აქვს, რასაც მას ვულოცავ"- განაცხადა ერიკ სიოტიმ, რესპუბლიკელების ლიდერმა.

სენატი საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატაა, თუმცა ეროვნულ ასამბლეაზე ნაკლები ძალაუფლება აქვს (მთავრობას სწორედ ეს უკანასკნელი ამტკიცებს). სენატი კანონპროექტებს ასამბლეისნაირად განიხილავს, თუმცა ორ პალატას შორის უთანხმოებისას პრიორიტეტი პირდაპირი წესით არჩეულ ეროვნულ ასამბლეას ენიჭება. ამის მიუხედავად, სენატის როლი მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ შესწორებებსა და ზოგადად, კანონმდებლობაში.

საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, სენატში კონსერვატორი პოლიტიკოსების დომინაცია საგრძნობია, გამონაკლის წარმოადგენს 2011-2014 წელი, როდესაც ძალთა ბალანსი სოციალსიტების სასარგებლოდ შეიცვალა. 

ამ კონტექსტში გამოწვევა იყო 2017 წელს მაკრონის მიერ დაარსებული ცენტრისტული პარტია, რომელმაც სენატის მიმდინარე არჩევნებში, სავარაუდოდ, არცთუ სასურველი შედეგი აჩვენა. 

ვინ რა შედეგს აიღებს?

რესპუბლიკელების და მათი პარტნიორი პარტიის (Centrist Union) გარდა, რომელთაც ჯამში, დაახლოებით - 204 სენატორი ეყოლებათ, დადებითი შედეგი აჩვენეს სოციალისტებმა - მათ მწვანეებთან და კომუნისტებთან ალიანსში, ჯამში, სავარაუდოდ 100 სენატორი ეყოლებათ. ხაზგასასმელია ისიც, რომ სოციალისტების ალიანსში ადგილი არ მოიძებნა რადიკალური მემარცხენე პარტიებისთვის.  

პრო-მაკრონისტული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის, ფრანსუა პატრიას განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს დაახლოებით 20 სენატორი წარმოადგენს, რაც აღნიშნულ ვითარებაში, მისი აზრით " დამარცხება არ არის." 

ხაზგასმელია ის ფაქტიც, რომ სენატში დაბრუნდა მარინ ლე პენის რადიკალური მემარჯვენე პარტია, რომელიც სავარაუდოდ 3 სენატორით იქნება წარმოდგენილი. 

მწვანეებიდან ადგილი მოიპოვა იანიკ ჟადომ, რომელიც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, ხოლო პარალელურად ევროპარლამენტის დეპუტატი იყო. 

მოკლე შეჯამება

სენატის პრეზიდენტად მოსალოდნელია, რომ ჟერარ ლარშერს აირჩევენ, რომელიც რესპუბლიკელების წევრია და ამ პოსტს 2014 წლის შემდეგ იკავებს. 74 წლის ფრანგმა პოლიტიკოსმა, საკუთარი მანდატი ზედიზედ მეექვსედ მიიღო. 

უმნიშვნელოვანესი როლი ექნება ცენტრისტულ გაერთიანებას (Centrist Union), რომელიც რესპუბლიკელების პარტნიორად განიხილება, თუმცა თემატურად, ხელისუფლებასთან და მემარცხენე პოლიტიკოსებთანაც შეიძლება ვიხილოთ. 

"მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობა ცენტრისტების მიერ იყოს გაწონასწორებული. მაგალითად, ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შესაძლოა იყოს კონსესუსი ცენტრისტებსა და მემარცხენეებს შორის."- განაცხადა ერვე მარსელმა, გაერთიანების ლიდერმა. 

ემიგრაცია ის თემა იქნება, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ, სენატში განსახილველი საკითხების სათავეშია. 

"მაკრონისტების" შემცირების ფონზე, სავარაუდოდ 3-დან 5 სენატორამდე ეყოლება ედუარ ფილიპის პარტია ჰორიზონტებს. მაკრონის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საკუთარი პარტია 2021 წელს დააფუძნა და მოქმედი პრეზიდენტის პარტნიორად მიიჩნევა. თავად ფილიპი, ამ დროისთვის ქალაქ ლე ავრის მერის პოზიციას იკავებს. 

წინასწარი ვარაუდი, რომ ეროვნულ ასამბლეაში აბოსლიტური უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ემანუელ მაკრონის პარტიას წარმატებას სენატის არჩევნებშიც ვერ მიაღწევდა, როგორც ჩანს გამართლდა. 

რესპუბლიკელების დომინაციის მიუხედავად, საინტერესოა, რა პოზიციას დაიკავებენ მათი ცენტრისტი პარტნიორება, რომელთაც სიტყვასაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები