არჩევნები თურქეთში: საზღვარგარეთის ხმები ჩამოვიდა და გაძლიერებულად იცავენ

ემიგრაციაში თურქმა მყოფებმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს, ხოლო ხმები ანკარაში, გაძლიერებული დაცვის ქვეშ ინახება. დაახლოებით 1,8 მილიონი ხმა ინახება ოთახში, რომელსაც ხუთი კლიტე აქვს. 

ასეთი ოთახი სპეციალურად არის შერჩეული, რადგანაც კარის გასაღებები გადანაწილებულია - უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ერდოღანის პარტიის (AKP), ნაციონალისტური მოძრაობის (MHP), მთავარი ოპოზიციური პარტიის - რესპუბლიკელების (CHP) და კარგი პარტიის (IYI) წარმომადგენლებში. 

დაცული ოთახის გაღება მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ხუთივე წარმომადგენელი ერთდროულად იქნება ადგილზე და კარს გახსნიან. 

შენობაში, სადაც ხმები ინახება, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები 24 საათიან რეჟიმში მორიგეობენ. 

თურქეთის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, საზღვრებს მიღმა დაახლოებით 3.4 მილიონი ემიგრანტი დარეგისტირდა. 

73 ქვეყანაში მცხოვრებ თურქ ემიგრანტებს ხმის მიცემა 27 აპრილიდან - 9 მაისამდე მონაკვეთში შეეძლოთ, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე არჩევნები დღეს იმართება. 

უცხოური ხმების დათვლა, ადგილზე შემოსული ხმების პარალელურად - 14 მაისს, თურქეთის დროით 5 საათიდან დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები