არესტოვიჩი: მათი არმიის სულელური შეცდომების გამო, ჩვენ მალე ინიციატივას ხელში ავიღებთ

"რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას გეგმავდნენ იდიოტები არიან" - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 2 მარტს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

"მაქვს ძლიერი განცდა, რომ პუტინს ატყუებენ. უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების საშუალო რაოდენობა დღეში 1500-ია. ამ იდიოტებმა შიშისგან იმდენი ჯარი გადმოისროლეს აქ, რომ მთლიანად დაივიწყეს კომუნიკაციის საშუალებები. მათ კიევთან და ხარკოვთან თავიანთი ჯარის 55% გადმოისროლეს და სხვა მიმართულებებზე რაოდენობრივად და ხარისხობრივად მათი შენართები დაასუსტეს", - წერს ის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკვე მესამე დღეა, რუსეთის მცდელობები რომელიმე მიმართულებით წინსვლა ჰქონდეს, წარუმატებლად სრულდება.

"მესამე დღეა მათ არცერთი წარმატება არ აქვთ. გადასასვლელი ბაშტანკაში (ნიკოლაევის ოლქი) - კოლონის განადგურება, დესანტის გადმოსხმის მცდელობა ნიკოლაევში - დესანტის დამარცხება, კრივოი როგის ქვეშ გადასვლის მცდელობა - კოლონის დამარცხება. შეხედეთ, მათი ყველაზე სულელური ოპერატიული შეცდომების გამო, ჩვენ მალე დავიწყებთ ინიციატივის ხელში ჩაგდებას. შემდეგ კი სამხედრო დამარცხების აჩრდილი უფრო და უფრო ნათლად გამოჩნდება მათთვის: ჯერ გარკვეულ რაიონებში, შემდეგ კი ყველგან." - თქვა არესტოვიჩმა.

მან განაცხადა, რომ "ახლა პარტიზანების მთავარი ამოცანაა დაბლოკონ რუსული კოლონების მოძრაობა, რომლებიც წინ მიიწევენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე".

მსგავსი სიახლეები