არესტოვიჩი: რუსეთმა უკრაინაში თავისი სარაკეტო პოტენციალის ორი მესამედი უკვე გამოიყენა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში თავისი სარაკეტო პოტენციალის ორი მესამედი უკვე გამოიყენეს. ამის შესახებ 1 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
"როგორც ხედავთ, სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა მცირდება. იმიტომ რომ მტერმა თავისი სარაკეტო პოტენციალის სულ მცირე ორი მესამედი გამოიყენა. ახლა მათი ეს ტრადიციული "გასართობი" გაქრება", - თქვა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ახლა რუსეთის არმია კიევის და ხარკოვის ალყაში მოსაქცევად ძალებს კრებს, მაგრამ ზოგადად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.