არესტოვიჩი: უკრაინის არმია ივლისში აქტიური კონტრშეტევისთვის მზად იქნება

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქტიური კონტრშეტევისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც უკრაინა "სერიოზული რაოდენობით" მძიმე შეიარაღებას, სავარაუდოდ ივლისში, მოკავშირეებისგან მიიღებს.

ამის შესახებ 15 მაისს Feigin LIVE ეთერში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მარკ ფეიგინმა არესტოვიჩს ჰკითხა, როდის მიიღებს კონტრშეტევისთვის აუცილებელ შეიარაღებას შეერთებული შტატებისგან "ლენდ-ლიზით" უკრაინა.

"ლენდ-ლიზი მხოლოდ ერთ-ერთი წყაროა, გერმანელებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროებს უკვე წვრთნიან თავიანთ Panzerhaubitze 2000-ზე. ძალიან კარგი იარაღია, ხარისხიანი. ისინი უკვე წრთვნიან, რაც ნიშნავს, რომ მალე მივიღებთ... ამერიკელებმა გამოთვალეს, რომ 90 ჰაუბიციდან 89 უკვე აქ არის და მთელი ძალით ისვრიან. ეს ამბავი ნელ-ნელა მიდის", - თქვა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, მოკავშირეები უკრაინას საჭირო იარაღს აწვდიან, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ივლისისთვის მიიღებს მათ "სერიოზული რაოდენობით".

მსგავსი სიახლეები