არნოლდ სინისალუ: რუსეთში დემოკრატია ლატარიაში გამარჯვებას ჰგავს

ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (KAPO) დირექტორის, არნოლდ სინისალუს განცხადებით, რუსეთში დადებითი პროცესების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარია პუტინზი, მთავარი იმის გააზრებაა, რომ პრობლემა პუტინი კი არა, თავად სისტემაა" - აღნიშნა სინისალუმ. 

მისი თქმით, თუკი ვინმე კვლავ მოახერხებს ძალაუფლების კონცენტრაციას და მმართველის სავარძელში 20 წელი იქნება, დღევანდელის მსგავსი პროცესები, ანუ, ოცნება იმპერიის აღდგენის შესახებ, შესაძლოა კვლავაც ვიხილოთ. 

"ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის კოლაფსი მოხდება და ვინ აიღებს შემდგომ ხელში ძალაუფლებას"

KAPO-ს დირექტორის აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთში საქმე კარგად წავა და სტაბილური დემოკრატიული სისტემა დამყარდება, ეს ესტონეთის პერსპექტივიდან, ლატარიაში გამაჯრვების ანალოგი იქნება.

"ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ჩვენ გათვლები საკუთარი სტრატეგიის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ. მზად უნდა ვიყოთ, გრძელვადიანი დაძაბულობისთვის" - თქვა სინისილუმ, EER News-თან ინტერვიუში.  

 

მსგავსი სიახლეები