აშშ ისრაელის მიერ ღაზას ხელახალ ოკუპაციას ეწინააღმდეგება

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე გრძელვადიანი კონტროლის აღდგენას ეწინააღმდეგება.

"ჩვენი შეხედულებაა, რომ პალესტინელები უნდა იყვნენ ამ გადაწყვეტილებების სათავეში და ღაზა არის პალესტინის მიწა და ის დარჩება პალესტინის მიწად," - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა.

"ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ღაზას რეოკუპაციას და არც ისრაელი," - თქვა მან.

ისრაელმა ღაზას სექტორი 1967 წლის ექვსდღიან ომში დაიკავა. მანამდე ტერიტორია ეგვიპტეს ჰქონდა ოკუპირებული. ღაზას სექტორიდან ისრაელი 2005 წელს გავიდა და მოგვიანებით ბლოკადა დააწესა, რადგან ღაზაში ხელისუფლება ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა მოიპოვა და ტერიტორიას ისრაელის დასახლებული ცენტრების დასაბომბად იყენებდა.

პატელის თქმით, რომ შეერთებული შტატები თანხმდება "6 ოქტომბრის სტატუს კვოში დაბრუნება შეუძლებელია."

"ისრაელი და რეგიონი უსაფრთხოდ უნდა იყოს და ღაზა აღარ შეიძლება იყოს ბაზა, საიდანაც ტერორისტული თავდასხმები მოხდება ისრაელის ხალხის ან ვინმეს წინააღმდეგ," - აღნიშნა პატელმა.

გუშინ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელი ომის შემდეგ ღაზას "საერთო უსაფრთხოებას განუსაზღვრელი ვადით აიღებს თავის თავზე."

მსგავსი სიახლეები