აშშ გეგმავს უკრაინას დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები გადასცეს

ამერიკა გეგმავს უკრაინას ოთხი შეტევითი დრონი MQ-1C Grey Eagle მიყიდოს, რომლებიც შეიძლება Hellfire-ის ჰაერი-მიწა რაკეტებით აღიჭურვოს. ამის შესახებ 1 ივნისს Reuters-მა კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.

ამ დრონების გაყიდვაზე კონგრესს ჯერ არ უსმჯელია. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს წარმომადგენელთა პალატას უახლოეს დღეებში აცნობოს უკრაინისთვის MQ-1C-ის შესაძლო მიყიდვის შესახებ.

უკრაინისთვის MQ-1C-ის შეძენას დიდი მნიშვნელობა ექნება, აღნიშნავს Reuters, რადგან ეს დრონები ქვეყნის თავდაცვას ახალ დონეზე აიყვანს. MQ-1C არის მოწინავე ამერიკული უპულოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია ღრმა დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგის სამიზნეებს და ჰაერში 30 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩეს.

Grey Eagle-ს შეუძლია რვა Hellfire-ის ტიპის რაკეტის ტარება, რაც ბევრად აღემატება თურქული Bayraktar-TB2-ის შესაძლებლობებს.

მსგავსი სიახლეები