აშშ-ის ეკონომიკამ პანდემიამდელი მოცულობა დაიბრუნა
აშშ-ის ეკონომიკური ანალიზისა და სტატისტიკის ბიუროს ცნობით, წლის მეორე კვარტალში აშშ-ის ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე საგრძნობლად ნაკლებია - ეკონომისტები 8.4%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.
მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის აშშ-ის ეკონომიკა სრულად აღიდგინა პანდემიით მიყენებული დარტყმა და ამ დროისთვის ქვეყნის ეკონომიკა უფრო მოცულობითია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე.
თავის მხრივ აშშ-ის ეკონომიკამ ჯერჯერობით სრულად ვერ აღიდგინა პანდემიით მიყენებული ზიანი - ეკონომიკის მოცულობა კვლავ უფრო დაბალია, ვიდრე იქნებოდა პანდემიის არ არსებობის შემთხვევაში.
შედარებით შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპის მთავარ ფაქტორი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლების სექტორში შემცირებული მოთხოვნა და სამშენებლო მასალების შეფერხებული მომარაგებაა.
კვლავ შთამბეჭდავად 11.8%-ით გაიზარდა მოსახლეობის სამომხმარებლო ხარჯები, რაც დაბალანსებული მოთხოვნის მაჩვენებელია.
წლის პირველ კვარტალში მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა.