აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი $1 ტრილიონის "ფარგლებში" იქნება
.jpeg)
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია თავდაცვის ბიუჯეტის $1 ტრილიონის "ფარგლებში" გაზრდამდე შეთანხმდა.
"ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარჯების დაზოგვას, მაგრამ არმია ისეთი რამაა, რაც უნდა ავაშენოთ და ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან ამჟამად ძალიან ბევრი ცუდი ძალა არსებობს" - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია თავდაცვის ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელიც "ყველაზე დიდი იქნება, რაც არმიისთვის ოდესმე დაგვიმტკიცებია".
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა X-ზე დაწერა, რომ აშშ-ის არმიას ისტორიაში პირველად ტრილიონ დოლარიანი ბიუჯეტი ექნება.
"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩვენი არმიის აღდგენის პროცესშია - და ამას სწრაფად აკეთებს" - განაცხადა ჰეგსეთმა.