აშშ ჯერ არ აპირებს უკრაინისთვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას

აშშ ჯერ არ არის მზად უკრაინას Abrams-ის ტანკები გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა განაცხადა, რადგან ეს ტანკი "არ არის ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი სისტემა."

AFP წერს, რომ კალის თქმით, ეს ტანკები ძვირია, საჭიროებს კომპლექსურ მომზადებას და მოიხმარს უამრავ საწვავს.

კალმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს არ სურს უკრაინელებს მიაწოდოს იარაღი, რომელიც მათ არ შეუძლიათ მისი შეკეთება, შენარჩუნება და ყიდვა გრძელვადიან პერსპექტივაში, "რადგან ეს უსარგებლოა."

"საუბარია არა იმაზე, თუ რა არის სიმბოლურად ღირებული, არამედ იმაზე, თუ რა ეხმარება უკრაინას ბრძოლის ველზე," - თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. ამავდროულად, კალმა სრულებით არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ შეერთებულმა შტატებმა მომავალში Abrams-ის ტანკები უკრაინას მიაწოდოს.

მსგავსი სიახლეები