აშშ მზადაა უკრაინას იურიდიულად სავალდებულო მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტია მისცეს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც კენჭისყრაზე გამოიტანენ კონგრესში და იურიდიულად სავალდებულო ძალა ექნება. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, უკრაინასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ყველაზე საგრძნობი პროგრესი სწორედ უსაფრთხოების გარანტიებთან და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებულ პუნქტებზე მიაღწიეს. 

  • ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ ვაშინგტონი მზად არის უკრაინას მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელიც შემდგომ კონგრესის მიერ დამტკიცდება. 

  • "ჩვენ გვინდა უკრაინელებს მივცეთ უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ერთის მხრივ არ იქნება ე.წ. ცარიელი ჩეკი, მაგრამ მეორეს მხრივ იქნება საკმარისად ძლიერი. ჩვენ მზად ვართ ეს კონგრესში გავგზავნოთ კენჭისყრისთვის"- ამბობს წყარო. 

დიდი სურათი: წყაროების ცნობით, სამშვიდობო შეთანხმება ამ დროისთვის 3 ცალკეულ დოკუმენტად არის დაყოფილი: 1.ცეცხლის შეწყვეტა; 2. უსაფრთხოების გარანტიები; 3. ეკონომიკური რეკონსტრუქცია. 

  • მათი ცნობით, ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნაყოფიერად მიმდინარეპობს - "როდესაც ადამიანები ხედავენ, რა შეიძლება მიიღონ შეთანხმების სანაცვლოდ და არამხოლოდ იმას რა დათმობები მოუწევთ, საქმე უფრო სწრაფად მიდის წინ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 
  • ამასთანავე კვლავ გადაუწყვეტელი რჩება ტერიტორიების საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებში განხილვის მთავარი თემა იქნება. 

  • "არსებული შეთავაზებით ომის დასრულების შემდეგ უკრაინა შეინარჩუნებს სუვერინტეტს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 80%-ზე და მიიღებს ყველაზე მძლავრ და დიდ უსაფრთხოების გარანტიებს, რაც ოდესმე ჰქონია, ასევე ეკონომიკური რეკონტრუქციის გულუხვ პაკეტს"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

მსგავსი სიახლეები