აშშ ვენესუელისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწავლობს ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების საკითხს, რათა ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი შემოვიდეს და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამის შესახებ ინფორმაცია 7 მარტს CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ჟურნალისტს წყარომ განუცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება არა მხოლოდ შეამცირებს "გლობალურ დამოკიდებულებას რუსულ ნავთობზე", არამედ სამხრეთ ამერიკაში მოსკოვი ერთ-ერთი მთავარ მოკავშირეს დაკარგავს.

CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გაემგზავრნენ. 

2019 წლის იანვრის ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ნავთობკომპანია PDVSA-ს სანქციები დაუწესა. 

მსგავსი სიახლეები