აშშ: სარწმუნო ცნობით, რუსები ტყვედ ჩაბარების მსურველ უკრაინელებს ხვრეტდნენ

გაეროში აშშ-ს წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკულ მხარეს გააჩნია „სარწმუნო ინფორმაცია“, რომ დონეცკში ოკუპანტები დანებების მსურველ უკრაინელ მებრძოლებს ტყვედ აყვანის ნაცვლად ხვრეტდნენ.

„თუ დადასტურდა, ეს ომის დროს მოქმედი სამართლის ფუძემდებლური პრინციპის დარღვევა იქნება“, - აცხადებს გაეროში აშშ-ს წარმომადგენელი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხში.

შააკის თქმით, „აშშ-ს აქვს სარწმუნო ცნობები, რომ უკრაინელებს ხელებს უკრავდნენ და ისე ხვრეტდნენ“, მათ სხეულებს კი წამების ნიშნები აღენიშნებათ.

„ჩვენ ხელთ არსებული მასალა ადასტურებს, რომ ეს სისასტიკეები რამდენიმე პირის ან დანაყოფის ქცევის შედეგი არ არის...ამას სისტემური ხასიათ ჰქონდა ყველგან, სადაც რუსული ძალები მოქმედებდნენ“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ პოტენციურ ომის დანაშაულებებზე მოკვლევა ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო.

პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთი უკრაინაში „გენოციდის“ მოწყობაში დაადანაშაულა.

 

მსგავსი სიახლეები