აშშ-ში გაიხნა ქარხანა, რომელიც ЗСУ-სთვის საარტილერიო ჭურვებს გამოუშვებს
ტექსასში, ქალაქ დალასის მახლობლად საზეიმო ვითარებაში გაიხსნა საარტილერიო ჭურვების ახალი საწარმო, რომლის პროდუქციაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება განკუთვნილი.
ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს.
გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ქარხანა ყოფილი სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე მოეწყო და ადგილზე 155 მილიმეტრის კალიბრის ჭურვების წარმოებას გეგმავენ.
წყაროების ცნობით, ქარხანა თვეში დაახლოებით 30 ათასი ჭურვის გამოშვებას შეძლებს - ქარხნის მშენებლობა 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2022-2023 წლებში უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებული ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ქარხნის მმართველი შეიარაღების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია General Dynamics იქნება, თუმცა თავად საწარმოს მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაა.
კონტექსტი
დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე ომი უმთავრესად კვლავ საარტილერიო დაპირისპირების სახე აქვს და მხარეთა წინსვლა ბრძოლის ველზე სწორედ საარტილერიო ცეცხლის უპირატესოობაზეა დამოკიდებული.
გასულ თვეებში შეჩერებული ამერიკული დახმარების ფონზე, რუსეთის უპირატესობა საარტილერიო ცეცხლში სხვადასხვა მონაცემებით 1:5-ზე იყო.
საარტილერიო ჭურვებზე გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების წარმოების სიმძლავრეები. ამ დროისთვის 155- მილიმეტრის ჭურვების მეტალის კორპუსებს აშშ-ში მხოლოდ პენსილვანიის შტატში განთავსებული 2 ქარხანა აწარმოებს - სკრენტონსა და უიკს-ბარში. ჯამურად ორივე საწარმო თვეში დაახლოებით 36 ათასს ჭურვსს უშვებს.
პენტაგონმა უკვე შეიმუშავა გეგმა, რომელიც 2025 წლის თვეში 100 ათასამდე ჭურვის წარმოებას გულისხმობს.