აშშ უკრაინას 2.5 მილიარდის დოლარის შეიარაღებას გადასცემს - სრული ჩამონათვალი
აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა, რომლის ღირებულებას 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეიარაღების სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
- რაკეტების მარაგი NASAMS-ისა და HIMARS-ებისთვის;
- Stryker-ის ტიპის 90 საბრძოლო მანქანა,
- Bradley-ის ტიპის 50 ჯავშანტრანსპორტიორი, TOW-ის ტიპის 590 ანტი-სატანკო რაკეტით და 295 ათასი ჭურვით;
- Avenger-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 8 დანადგარი;
- MRAP-ის ტიპის 54 დაჯავშნული მანქანა;
- Humvee-ის ტიპის 350 მაღალი მობილურობის და მულტიფუნქციური მანქანები;
- HARM-ის ტიპის საავიაციო ბაზირების რაკეტები;
- 155 მილიმეტრის კალიბრის 20 ათასი საარტილერიო ჭურვი;
- 155 მილიმეტრის მაღალი სიზუსტის 600 საარტილერიო ჭურვი;
- 105 მილიმეტრის 95 ათასი საარტილერიო ჭურვი;
- 120 მილიმეტრის 12 ათასი ნაღმმტყორცნი;
გარდა ამისა, უკრაინა მიიღებს საბრძოლო მასალების გადასატანად საჭირო სპეციალიზებულ 12 ავტომობილს, შეიარაღების ბუქსირებისთვის განკუთვნილი 22 ტაქტიკურ მანქანას, 3 მილიონამდე ტყვიას, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობას, ღამის ხედვის ხელსაწყოებს და სათადარიგო ნაწილებს.
კონტექსტი
როგორც მოსალოდნელი იყო დახმარების პაკეტში არ შევიდა Abrams-ის ტიპის ტანკები და 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.
ეს ომის დაწყების შემდეგ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების 30-ე პაკეტია, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებით გამოიცა.
ამგვარად 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აშშ-მ უკრაინას 26.7 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა.