აშშ უკრაინას $3 მილიარდის სამხედრო დახმარებას გადასცემს

24 აგვისტოს პენტაგონმა გამოაქვეყნა იმ შეიარაღების სია, რომელიც შევა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში. შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გადაცემს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $3 მილიარდია.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ეს დახმარება გამოიყოფა არა "[პენტაგონის მარაგების] შემცირების სისტემის მიხედვით", არამედ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში.

გამოცხადებული დახმარების პაკეტი მოიცავს:

  • ექვსი დამატებითი NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემა მათთვის საბრძოლო მასალით;
  • 245 ათასამდე ჭურვი 155 მმ-იანი არტილერიისთვის;
  • 65 ათასამდე ჭურვი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებისთვის;
  • 24-მდე საარტილერიო რადარი;
  • უპილოტო საფრენი აპარატი Puma და აღჭურვილობა უპილოტო საფრენი აპარატი Scan Eagle-სთვის.
  • დრონების საწინააღმდეგო სისტემა Vampire;
  • სარაკეტო სისტემები ლაზერული დამიზნებით;
  • უკრაინელი ჯარისკაცების წრთვნისა და მხარდაჭერის დაფინანსება.

ახალი 2.98 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი აშშ-ის მე-20 სამხედრო დახმარებაა უკრაინაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა.

მსგავსი სიახლეები