აშშ უკრაინას $550 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდება დაამტკიცა, ნათქვამია თეთრი სახლის ვებ-გვერდზე 1 აგვისტოს.

ამ მემორანდუმით, ბაიდენმა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს გადასცა უფლებამოსილება გამოეყო 550 მილიონი აშშ დოლარი სამხედრო პროდუქციისა და მომსახურებისთვის უკრაინის დასახმარებლად.

სამხედრო დახმარების მე-17 პაკეტი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყო.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკრაინას 75 000 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვს და დამატებით მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საბრძოლო მასალას მიაწვდის.

HIMARS-ის რაკეტების რაოდენობა და დიაპაზონი არ არის დასახელებული.

საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 8.8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია უკრაინას ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განაცხადა პენტაგონმა.

2014 წლიდან აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების მიმართულებით 10 მილიარდზე მეტი დახმარება გადასცა.

მსგავსი სიახლეები