აშშ უკრაინას $600 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
600 მილიონი დოლარის პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყო.
შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
- აღჭურვილობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად;
- დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS);
- 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;
- ელექტრონული ომის და კონტრ-ელექტრონული ომის აღჭურვილობა;
- საბრძოლო მასალა ნაღმების გაწმენდისა და დაბრკოლებების განადგურებისთვის;
- განაღმვის აღჭურვილობა;
- მხარდაჭერა და აღჭურვილობა სასწავლო და ტექნიკური ოპერაციებისთვის.
6 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 175 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც, გაღარიბებული ურანის ჭურვებს მოიცავდა.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს.