აშშ უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის შეიარაღებას გადასცემს

პენტაგონმა უკრაინისთვის დამატებით 2.6 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. 

უწყების განმარტებით უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტი 2 ნაწილისგან შედგება - 2.1 მილიარდის დოლარის შეიარაღებას უკრაინა გრძელვადიანი დახმარების პაკეტით მიიღებს, რომლის ფარგლებშიც შეიარაღება არა არსებული მარაგებიდან გაიცემა, არამედ ხორციელდება შესაბამისი შეკვეთა. 

ხოლო დანარჩენი 500 მილიონი დოლარი აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულების ფარგლებში გამოიყოფა - ამ თანხის უდიდესი ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და ამუნიციის გამოყოფაზე დაიხარჯება. 

დახმარების ახალი დახმარების პაკეტში უკრაინა მიიღებს PATRIOT-ის და HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, ასევე 155 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს და 105 მილიმეტრიან ნაღმტყორცნების ჭურვებს. 

კონტექსტი

აშშ-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტის შესახებ 20 მარტს გამოცხადდა - მაშინ დახმარების მოცულობამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა. 

ჯამურად რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-მ უკრაინას 33 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა. 

 

მსგავსი სიახლეები