აშშ უკრაინას ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს - Reuters
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტი რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ Reuters სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ აგვისტოს დასაწყისში თეთრმა სახლმა უკვე დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების მე-17 პაკეტი, რომლის ღირებულებაც 550 მილიონი დოლარი იყო. ეს პაკეტი მოიცავდა დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის.
Reuters წერს, რომ ახალი პაკეტი პრეზიდენტის უფლებამოსილებით, Lend-lease-ის აქტის ფარგლებში დაფინანსდება. ის საშუალებას აძლევს ბაიდენს დაუშვას საქონლისა და მომსახურების გადაცემა აშშ-ს მარაგებიდან კონგრესის თანხმობის გარეშე.
თუ მას ხელი მოეწერება, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან აშშ-ის ჯამური მხარდაჭერა უკრაინას მიმართ 8.8 მილიარდი დოლარი იქნება.