აშშ უკრაინას მალე კასეტური ჭურვების ახალ პარტიას გადასცემს - NYT
შეერთებული შტატები უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალის ახალ პარტიას მალე გაუგზავნის.
ამის შესახებ The New York Times სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ეს იარაღი არის გასაღები, რათა უკრაინამ ის იმპულსი შეინარჩუნოს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახლახან მოიპოვეს სამხრეთში.
როგორც მასალაშია ნათქვამი, დასავლელი ოფიციალური პირები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ კასეტური საბრძოლო მასალა ყველაზე ეფექტურია ჯარებისა და აღჭურვილობის კოლონების წინააღმდეგ, რომლებიც მიმოფანტულია ღია ადგილებში.
მოსალოდნელია, რომ უკრაინაში საბრძოლო მასალაზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ზოგიერთი ქვედანაყოფი სულ უფრო მეტად ეყრდნობა მძიმე არტილერიას, რათა გზა გაუხსნას ქვეითთა წინსვლას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინას უფრო ფართო მოქმედების კასეტური საბრძოლო მასალა გადასცეს.
ივლისში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელიც პირველად მოიცავდა კასეტურ ჭურვებს.
თეთრმა სახლმა ადრე განმარტა, რომ კასეტური ჭურვების მიწოდება დროებითი ღონისძიებაა, სანამ არ იქნება ჩვეულებრივი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობები არ გაიზრდება.