აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას 255 მილიონ დოლარამდე უზრდის

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის ფისკალური წლისთვის უკრაინას სამხედრო დახმარება 255 მილიონ დოლარამდე გაუზარდა. ვკითხულობთ კონგრესის საბიუჯეტო პროექტში.

თანხები რუსული აგრესიის მიმართ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობის გაზრდისკენ უნდა მიემართოს. 

“დაფინანსება დააჩქარებს რეფორმებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, გაიზრდება გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, გაფართოვდება ელექტრონული მმართველობა”, - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნებული არიან, რომ დახმარება ხელს შეუწყობს ინსტიტუციურ რეფორმებს და “ევროპული ინტეგრაციისთვის საჭირო უნარების შეძენას”, ასევე ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები