აშშ უკრაინელი სამხედროების Abrams-ებზე მომზადებას უახლოეს კვირებში დაიწყებს - AP
უახლოეს კვირებში აშშ უკრაინელი სამხედროების Abrams-ის ტანკებზე წვრთნას დაიწყებს. ამის შესახებ Associated Press ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
ამერიკას სურს ტანკები უკრაინამ შეიძლება მალე მიიღოს.
ოფიციალური პირების თქმით, მაისის ბოლოს გერმანიაში, გრაფენვერის საწვრთნელ პოლიგონზე 31 ტანკი ჩავა, რის შემდეგაც, რამდენიმე კვირაში უკრაინის ჯარები წვრთნებს დაიწყებენ, რომელიც დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება.
ტანკები, რომლებზეც უკრაინელი სამხედროები გაიწვრთნებიან, არ არის ზუსტად ის Abrams-ები, რომლებსაც უკრაინა მიიღებს. თუმცა, დროის მოგების მიზნით, ვიდრე უკრაინისთვის გადასაცემი ტანკების მოდერნიზება მიმდინარეობს, უკრაინელები სხვა ტანკებზე ისწავლიან Abrams-ების მართვას.
ოფიციალური პირების თქმით, დაახლოებით 250 უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას.
ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში გამოაცხადა, რომ უკრაინას ტანკებს მიაწოდებს.