აშშ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას კვლავ ეწინააღმდეგება - Politico

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორი დისტანციის რაკეტებს არ გადასცემს, რადგან აშშ-ს ამ ტიპის შეიარაღების მცირე მარაგი აქვს.

ამის შესახებ Politico 14 თებერვალს, ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, პენტაგონში, ბოლო შეხვედრებზე, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კიევის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ არ გააჩნიათ ამ რაკეტების საკმარისი მარაგები. შორ დისტანციაზე მოქმედი ATACMS-ების აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნა შეამცირებს მარაგებს და ამერიკელი სამხედროების მზადყოფნას მომავალი ბრძოლისთვის.

ამასთანავე, არსებობს შიში, რომ უკრაინა შორი დისტანციის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენებს, რაც ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მთავარი მიზეზია, რის გამოც აშშ-ის მთავრობა ATACMS-ებს გადაცემაზე უარს ამბობს.

Politico აღნიშნავს, რომ იარაღის მწარმოებელმა Lockheed Martin-მა, ბოლო ორ ათწლეულში, დაახლოებით 4 ათასი ATACMS დაამზადა. ამ რაკეტების ნაწილი, მოკავშირე ქვეყნებს მიჰყიდეს

არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა - კიევს შეუძლია, ვაშინგტონს თანხმობა სთხოვოს, რომ შორი დისტანციის რაკეტებიმისი ერთ-ერთი მოკავშირისგან შეიძინოს.

ATACMS-ები პოლონეთს, რუმინეთს, საბერძნეთს, თურქეთს, სამხრეთ კორეას, კატარსა და ბაჰრეინს აქვთ შეიარაღებაში.

მსგავსი სიახლეები