ავაკოვი: პოლიციამ გოსტომელში ავტოფარეხში 11 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იპოვა
6 აპრილს კიევის ოლქის ქალაქ გოსტომელში პოლიციამ ავტოფარეხში დახვრეტილი 11 მშვიდობიანი მოქალაქე იპოვა. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა.
"დღეს, გოსტომელში, ბუჩას მახლობლად, სვიატოპოკროვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში პოლიციამ იპოვა 11 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე... ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ორკ [რუს] სნაიპერებს წვრთნიდნენ ხალხისთვის სროლით, შემდეგ კი მიცვალებულები ავტოფარეხში შეჰყავდათ", - წერს ის.
1 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 28 დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს, რომლებიც მანამდე დროებით იყო ოკუპირებული რუსეთის ჯარების მიერ.
გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ 3 აპრილს განაცხადა, რომ კიევის ოლქის ტერიტორიაზე 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.