ავსტრალია პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს უერთდება
ამერიკის შემდეგ, ავსტრალია მეორე ქვეყანაა, რომელმაც 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ოფიციალურ დელეგაციას არ გაგზავნის.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ „ავსტრალიელი დიპლომატები თამაშებს ჩინეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის“ პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.
დიპლომატიური ბოიკოტის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ავსტრალიელი სპორტსმენები მონაწილეობას მაინც მიიღებენ.
გუშინ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პეკინში დელეგაციას არ გაგზავნის - ჩინეთის კომპარტიის მიერ სინძიანის პროვინციაში, ეთნიკური უიღურების მიმართ განხორციელებული „გენოციდის“ და ადამიანის უფლებების მასობრივი რეპრესიის გამო.
ავსტრალიაში ჩინეთის საელჩომ მორისონის მთავრობის გადაწყვეტილებას „პოლიტიკური პოზიციონირება“ უწოდა.
პეკინი ბოიკოტის საპასუხოდ „მკაცრი ზომებით“ იმუქრება.
აშშ-ს და ავსტრალიის მსგავსად, ოლიმპიადას არც ახალ ზელანდიელი მაღალჩინოსნები დაესწრებიან, თუმცა მიზეზად ველინგტონმა „უმეტესად პანდემიის გამო შექმნილი რისკ-ფაქტორები“ დაასახელა.