ავსტრალიის არჩევნებში კონსერვატორებმა უმრავლესობა დაკარგეს
21 მაისს გამართულ არჩევნებში მმართველმა ლიბერალურ-ნაციონალურმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა შაბათს საღამოს დამარცხება აღიარა.
წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტული პარტია პარლამენტში 70 მანდატს მოიპოვებს. უმრავლესობის მისაღწევად მათ კიდევ ექვსი მანდატის მოპოვება დასჭირდებათ.
ანალიტიკოსების აზრით, ლეიბორისტების ლიდერი ენტონი ალბანიზი სხვა მემარცხენე პარტიებთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად კოალიციის შეკვრას შეეცდება.
მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია ავსტრალიას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მართავდა.