ავსტრალიის პოლიციამ 104 მილიონი დოლარის ჰეორინი ამოიღო
ავსტრალიის პოლიციამ განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის, 104 მილიონი დოლარის ჰეროინი ამოიღო.
ამანათი 450 კილოგრამს იწონიდა და უნიკალური, წითელი ჰეროინის 1290 პაკეტისგან შედგებოდა.
სპეცოპერაცია მელბურნის პორტში ჩატარდა.
სამართალდამცავებმა ნარკოტიკის შემოტანისთვის მალაიზიელი კაცი დააკავეს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ამანათი მალაიზიიდან მელბრუნში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიისთვის იყო განკუთვნილი.
ავსტრალიის ფედერალური პოლიციის კომისარის, კრისი ბარეტის თქმით, ყოველი ორი კილოგრამი ჰეროინის ამოღება ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.
"მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეების დაპატიმრებასთან ერთად, 225 სიცოცხლე გადავარჩინეთ," - თქვა კომისარმა.