აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ სამი კოლეგა მოკლა და გაიქცა
2 იანვარს, ქალაქ გუბადლისთან ახლოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ სამი კოლეგა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტი ავრცელებს.
"დაახლოებით 18:00 საათზე, განსაკუთრებული სასაზღვრო შენართის, 'გუბადლის' სამსახურის ზონაში უმცროსმა სერჟანტმა ელხან ავაზლიმ უფროსი ლეიტენატი იუსიფ ისმაილოვი, უმცროსი სერჟანტი ამინ ჯალილზადე და უმცროსი სერჟანტი რაფაილ იბრაგიმოვი მოკლა. სერჟანტმა ავზალიმ იარაღი ადგილზე დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ გაქცეული უმცროსი სერჟანტი იძებნება.