აზერბაიჯანი: რუსმა სამხედროებმა სრულად დატოვეს მთიანი ყარაბაღი
აზერბაიჯანის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანა სრულად დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო წერს.
"სამშვიდობო კონტიგენტის პერსონალმა, შეიარაღებამ და ტექნიკამ სრულად დატოვა ჩვენი ტერიტორია," - ნათქვამია განცხადებაში. ასევე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამხედრო ტექნიკა რუსული დროშებით აზერბაიჯანიდან გადის.
რუსული ჯარები მთიან ყარაბაღში, ისევე როგორც ე.წ. ლაჩინის დერეფანში, 2020 წლის შემოდგომაზე, ომის შემდეგ განთავსდნენ. სწორედ ამ ომისას დაიბრუნა აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში დაკარგული ტერიტორიები.
წარსულში ვარაუდობდნენ, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მანდატი ხუთი წლით გახანგრძლივდებოდა.
2023 წლის შემოდგომაზე, მოკლევადიანი სამხედრო კამპანიის შედეგად, აზერბაიჯანმა კონტროლი მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა. ერევნის კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ სამშვიდობოების ფუნქციები არ მოიცავდა აზერბაიჯანის ახალი შეტევის თავიდან აცილებას.
ომის დროს რამდენიმე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - ბაქოში განაცხადეს, რომ ამის მიზეზი შეცდომა იყო.
რუსი სამხედროები ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩნენ, მაგრამ აპრილში გამოცხადდა, რომ ისინი იქიდან ვადაზე ადრე გავიდოდნენ.