"აზოვი": ლიკვიდირებულია რუსი გენერალ-მაიორი
აზოვის პოლკში (ეროვნული გვარდიის სპეცრაზმის ცალკეული რაზმი) აცხადებენ, რომ რუსი გენერალ-მაიორი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლკის პრესსამსახური ავრცელებს და გარდაცვლილის ფოტოს აქვეყნებს.
აღნიშნული ქვედანაყოფი ამჟამად ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს იცავს.
"'აზოვმა' გაანადგურა საოკუპაციო ჯარების გენერალ-მაიორი. ვინც ჩვენთან მახვილით მოვა, მახვილით მოკვდება!" - წერს პოლკის პრესსამსახური.
გენერლის განადგურების შესახებ სახმელეთო ჯარების სარდლობის პრესსამსახურმაც გამოაცხადა. მათი თქმით, სამხედრო მოსამსახურის ვინაობა და თანამდებობა დგინდება.
პოლკმა ასევე განაცხადა, რომ გაანადგურა რუსეთის ГРУ-ს 22-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები.