"აზოვის" მეთაური: მარიუპოლში დაღუპული სამხედროების ევაკუაცია გრძელდება

აზოვის პოლკის მეთაურმა, დენის პროკოპენკომ ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლიდან დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს.

"უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, სამხედრო გარნიზონის მოსამსახურეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნების და ქალაქის დაცვის შეჩერების შესახებ", - განაცხადა მან.

პროკოპენკოს თქმით, მძიმე ბრძოლების, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგის ნაკლებობის მიუხედავად, სამხედროები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია.

"მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მათი ევაკუაცია განხორციელდა შემდგომ კი გაიცვლებიან და უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავლენ. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს: პროცესი გრძელდება და, იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა შეძლებს მათი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას. დიდება უკრაინას!" - თქვა აზოვის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები