ბაიდენი უკრაინაზე: შესაძლოა ხანგრძლივი, რთული ბრძოლა იყოს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. 

ბაიდენის თქმით, მხოლოდ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით მიმდინარე კვირაში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ფინანსურმა ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მათ შორის, პრეზიდენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს. 

მათ შორისაა: 7 ათასი ერთეული სასროლი იარაღი, 9 000 არნტისატანკო ახალი კომპლექსები, ასეულობით ე.წ. კამიკაძე დრონები, რომელიც განკუთვნილი როგორც სამხედრო ტექნიკის, ასევე ქვეითი ნაწილების გასანადგურებლად, და რაც მთავარია - დახმარების სიაშია სხვადასხვა ტიპის 800-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ეს შესაძლოა ხანგრძლივი და რთული ბრძოლა იყოს".

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, ბრიუსელში ნატოს რიგგარეშე სამიტი გაიმართება, რომელსაც სხვებთან ერთად ამერიკის პრეზიდენტიც დაესწრება. 

მსგავსი სიახლეები