ბაიდენი უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემას დათანხმდა - WP

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე.

ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი იუწყება.

გაზეთს საკუთარი წყაროები ადმინისტრაციაში უყვებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება, რადგანაც, თეთრი სახლი უკიდურესად შეშფოთებულია რუსეთის არმიის წინსვლით უკრაინაში და მათი ტემპის შეჩერებას აუცილებლად მიიჩნევს 

სხვა სახის საბრძოლო მასალის მიწოდებასთან ერთად, ნაღმები "ხელს შეუწყობს უფრო ეფექტურ თავდაცვას" - აცხადებს გამოცემას ერთ-ერთი წყარო.

მანამდე, თეთრი სახლის ადმინისტრაცია უარს აცხადებდა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებას, რადგანაც თვლიდა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ისინი მაღალი რისკის შემცვლელი იყო.

მსგავსი სიახლეები