ბაიდენი უკრაინისთვის შეიარაღების ახალ პაკეტზე დღეს განაცხადებს

აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დღეს გამოაცხადებს. არსებული ცნობებით პაკეტის მოცულობა კვლავ 800 მილიონი დოლარი იქნება. 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

უკრაინაში ომის ახალი ფაზის დაწყებასთან ერთად, ბოლო კვირებში, ეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი იქნება, რომელშიც შევა მძიმე შეიარაღება, სხვადასხვა ტიპის არტილერიული დანადგარები და დიდ დისტანციაზე მოქმედი შეიარაღება. 

ახალ პაკეტთან ერთად ჯამურად გამოვა, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ აშშ-მ უკრაინას 3.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. 

უკრაინისთვის გადასაცემ შეიარაღებასთან დაკავშირებით ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლები პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ შეხვედრებსა და კონსულტაციებს, როგორც ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნებთან, ასევე კერძო სამხედრო კომპანიებთან. 

პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, უკრაინის შეიარაღება "არნახული სისწრაფით მიმდინარეობს."

 

მსგავსი სიახლეები