ბაიდენის ბიუჯეტის პროექტით სასაზღვრო კედლის დაფინანსება წყდება

პრეზიდენტ ბაიდენის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული სასაზღვრო კედლის მშენებლობის დაფინანსება წყდება.

ბიუჯეტის პროექტში 1.2 მილიარდი დოლარია გამოყოფილი სასაზღვრო უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურისთვის, მაგრამ თანხები არ მიემართება კედლის დაფინანსებისკენ.

პრეზიდენტობის პირველ დღეს ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სასაზღვრო კედლის მშენებლობა შეწყდა. თებერვალში, ბაიდენმა გააუქმა საგანგებო ბრძანება, რომლითაც კედლის მშენებლობისკენ დამატებითი თანხები მიმართა.

ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 4.3 მილიარდი დოლარი 125,000 ლტოლვილისთვის, რომლებსაც აშშ 2022 წელს მიიღებს. ამ მიმართულებით წინა ადმინისტრაციამ მხოლოდ 2 მილიარდი დოლარი დახარჯა.

გარდა ამისა, ბიუჯეტი ითვალისწინებს დახმარების 861 მილიონამდე ზრდას ცენტრალური ამერიკის ქვეყნებისთვის - გვატემალა, ჰონდურასი და ელ სალვადორი - საიდანაც აშშ-ში ყველაზე მეტი მიგრანტი შემოდის.

წყარო:

thehill.com

 

 

მსგავსი სიახლეები