ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინისთვის M2 Bradley-ს გადაცემას განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ს გადაცემას განიხილავს.
ამის შესხებ Bloomberg News-ის ჟურნალისტი ჯენიფერ ჯეიკობსი წერს.
"დიახ", - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს კენტუკის აეროდრომზე, როდესაც ჰკითხეს, განიხილება თუ არა Bradley-ს საბრძოლო მანქანების უკრაინისთვის გადაცემა.
წარსულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები განიხილავს Bradley-ს საბრძოლო მანქანების გადაცემის შესაძლებლობას, როგორც ერთ-ერთი შემდეგი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილს.
მანამდე უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიღების იმედი აქვს.
M2 Bradley-ს მახასიათებლები
M2 Bradley განკუთვნილია ქვეითთა ტრანსპორტირებისთვის, საბრძოლო და სახანძრო მხარდაჭერისთვის. მას აქტიურად იყენებდნენ ამერიკული ჯარები სპარსეთის ყურისა და ერაყის ომებში.
Bradley-ს აქვს ქვეითთა საბრძოლო მანქანების ტრადიციული განლაგება: ძრავის განყოფილება მდებარეობს წინ, ხოლო ეკიპაჟი და სამხედროები - უკანა მხარეს. მანქანას ემსახურება სამკაციანი ეკიპაჟი და შეუძლია 7-მდე ჯარისკაცის გადაყვანა.
გარდა ამისა, ქვეითთა საბრძოლო მანქანას გააჩნია 25 მმ ქვემეხი "Bushmaster"; 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა TOW-ს გამშვები