ბარანოვსკი: ამერიკისთვის რუსეთი პრობლემაა, რომელიც უნდა მოაგვაროს

“რეალპოლიტიკის” ანალიტიკოსი ანასტასია მგალობლიშვილი "გერმანიის მარშალის ფონდის" ვარშავის ოფისის დირექტორს, მიხალ ბარანოვსკის ესაუბრა

ბარანოვსკიმ აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მოვლენები და ბაიდენისა და პუტინის სამიტი შეაფასა.

სამიტის დაწყებამდე ბარანოვსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბევრი ანალიტიკოსი იყო შეშფოთებული, რომ ბაიდენს შესაძლოა ახალი “გადატვირთვის” პოლიტიკის დაწყება ეცადა. მისი თქმით, სამიტზე ეს მოლოდინები არ გამართლდა. 

“სამიტი ისეთი ცუდიც არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო. 2018 წელს, ჰელსინკიში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისგან განსხვავებით, პუტინს და ბაიდენს არ ჰქონიათ ერთობლივი პრესკონფერენცია. მეორე მხრივ, ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესიც არ ყოფილა, რაც გასაგებია”, - განაცხადა ბარანოვსკიმ.

მისივე თქმით, “ამერიკისთვის რუსეთი პრობლემაა, რომელიც უნდა მოაგვაროს. რუსეთი არ არის პარტნიორი და მოკავშირე.” 

ბარანოვსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე გახდეს.

 

მსგავსი სიახლეები