ბარბადოსმა მონარქია გააუქმა და პირველი პრეზიდენტი აირჩია
ბარბადოსის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად დეიმი სანდრა მეისონი აირჩია.
მეისონი პირველი სახელმწიფო მეთაურია მას შემდეგ, რაც კარიბის ზღვის კუნძულოვანმა რესპუბლიკამ 2020 წლის სექტემბერში მმართველობის მონარქიული ფორმის რესპუბლიკურით ჩანაცვლება გადაწყვიტა.
„დრო მოვიდა, რომ კოლონიური წარსული უკან ჩამოვიტოვოთ“, - განაცხადა ბარბადოსის პრეზიდენტმა.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის პირველი პირი გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ მეორე იყო.
72 წლის მეისონი პრეზიდენტად არჩევამდე კუნძულის გენერალ-გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალი ნიშნავს.