ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია, რუსეთმა მას თავშესაფარი მისცა - ТАСС
სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში იმყოფება, მან რუსეთში თავშესაფარი მიიღო. ამის შესახებ ТАСС-მა და რუსეთის სხვა სახელმწიფო მედიებმა კვირა საღამოს, კრემლში წყაროზე დაყრდნობით დაწერეს.
"ასადი და მისი ოჯახის წევრები ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე მოსკოვში ჩავიდნენ, მათ თავშესაფარი მისცეს," - ციტირებს სააგენტო წყაროს.
პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС ასადს "ყოფილ" პრეზიდენტს უწოდებს, თუმცა მას გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია.
მანამდე არაერთმა მედიასაშუალებამ ასევე დაწერა, რომ ასადის თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდა და ის მოკვდა.
დღეს დილით ამბოხებულებმა სირიის დედაქალაქი დამასკო აიღეს, ასადმა კი ჯერ დამასკო, მოგვიანებით სირია დატოვა.