ბატალიონი "სამხრეთი": გაანადგურებულია 28 ოკუპანტი და 5 ერთეული საბრძოლო ტექნიკა

უკრაინის სამხრეთში გამაგრებულმა ბატალიონმა Південь-მა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაანადგურა 28 ოკუპანტი და 5 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. 

ამის შესახებ ინფორმაცია ბატალიონის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.

"მტრის მიერ წამოწყებული თითქმის 1-საათიანი შტრუმის მცდელობა ალექსანდროვკის მიმართულებით წარმატებული არ ყოფილა, მტერმა უკან დაიხია, ძალების გადახალისებისთვის",- ნათქვამია ბატალიონის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში. 

დღის მიწურულს როგორც უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები ამბობდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის ახალი ფაზა დაიწყეს, რომლის მთავარი მიზანიც დონბასზე სრული კონტროლის დამყარებაა. 

რუსეთის შეიარაღებული ძალები ამისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, გადაჯგუფებისა და გადახალისების შემდეგ, არსებული ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული დაახლოებით 70 ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, ოკუპანტების მთავარი ამოცანა დონბასში გამაგრებული უკრაინის არმიის ნაწილების ალყაში მოქცევა და მათი განადგურებაა. 

ბოლო მონაცემებით დონბასში გამაგრებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 44 ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ყველაზე გამოცდილ, კარგად გაწვრთნილ და ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება. 

ომის ახალი ფაზის კონტექსტში ვითარება გამწვავდა არამხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ სამხრეთ მიმართულებითაც, სადაც რუსებს აქამდე ყველაზე ხელშესახები წარმატებები ჰქონდათ. 

მსგავსი სიახლეები