ბატალიონი ვასტოკი: მოვიგერიეთ 3 შეტევა, განადგურებულია 130 ოკუპანტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი, ბატალიონი ვასტოკი გასულ დღეს აჯამებს.

ბატალიონის ცნობით გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მათი პოზიციების მიმართ 3 შეტევა განახორციელეს, თუმცა სამივე შეტევა წარმატებით იქნა მოგერიებული. 

"ჩვენმა არტილერიულმა დაჯგუფებამ მიიტანა საცეცხლე შეტევები ოკუპანტების ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თავშაყრის ადგილებზე. ჩვენი შეტევების შედეგად განადგურებულია მტრის საწვავისა და საბრძოლო მასალების საწყობები",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

გარდა ამისა გასულ 24 საათში ბატალიონმა გაანადგურა: 130 ოკუპანტი, 3 ტანკი, 3 ჯავშანტრანსპორტიორი, 4 საბრძოლო დაჯავშნული მანქანა, 13 არტილერიული დანადგარი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. 

 

მსგავსი სიახლეები