ბელგიის სამეფო ოჯახი უკრაინელ ლტოლვილებს თავშესაფარს მისცემს
ბელგიის მეფე ფილიპემ და დედოფალმა მატილდამ გადაწყვიტეს უკრაინელი ლტოლვილებისთვის თავშესაფარი მიეცათ. ინფორმაცია RTBF-ს ბელგიის სამეფო სასახლემ დაუდასტურა.
სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა გამოყოს ორი ბინა, სადაც სამი ლტოლვილი ოჯახი იქნება განთავსებული. სახლები სამეფო საქველმოქმედო ფონდს დაბალშემოსავლიანი ბელგიური ოჯახებისთვის ჰქონდა გამოყოფილი.
უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად ბინები აპრილის დასაწყისისთვის მომზადდება, რადგან მათ ჯერ კიდევ სჭირდება კეთილმოწყობა და მცირე რემონტი.