ბელორუსი დასავლეთის "პროვოკაციების" შემთხვევაში პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება
თუ დასავლეთი "შეეცდება ბელორუსს ძალის პოზიციიდან ესაუბროს", ბელორუსის შეიარაღებული ძალები მზად არიან დაარტყონ პოლონეთს. ამის შესახებ 7 ივლისს ბელორუსის რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე რუსლან კოსიგინმა განაცხადა.
კოსიგინის თქმით, აშშ ევროპაში "მორიგი სისხლიანი კონფლიქტის" გაჩაღებას გეგმავს რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების "საწვრთნელ პოლიგონად" გამოყენებით. ამასთან, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა, მისი აზრით, ფაქტობრივად "დაკარგეს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებისას".
ბელორუსის რესპუბლიკის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლონეთს "მილიტარისტული მისწრაფებები" აქვს.
კოსიგინმა თქვა: "დასავლეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ბელორუსის პასუხი "შეიარაღებულ პროვოკაციებზე" იქნება "ადეკვატური და მკაცრი".
კონფლიქტის შემთხვევაში, მან დასავლეთი გააფრთხილა, რომ ბელორუსი პოლონეთს დაარყამს.