ბელორუსში 8000 კაციანი ბანაკი მზადდება, სადაც შეიძლება ვაგნერელები დისლოცირდნენ
ბელორუსში 8000 კაციანი საველე ბანაკი მოეწყო, სავარაუდოდ, იქ ვაგნერელები განთავსდებიან. ამ ინფორმაციას Беларускі Гаюн ავრცელებს.
"დაახლოებით 8000 ადამიანზე გათვლილი ბანაკი. ოსიპოვიჩის მახლობლად აშენდა საველე ბანაკი, სადაც, შესაძლოა, ვაგნერი განთავსდეს. BBC Verify-ის გამოცემამ მიიღო სოფლის ყოფილი ტერიტორიის (ოსიპოვიჩის რაიონი, მოგილევის ოლქი) უახლესი სატელიტური სურათები 2023 წლის 30 ივნისისთვის." - წერს გამოცემა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ საველე ბანაკის მშენებლობა დასრულებულია. მონიტორინგის ჯგუფმა გამოთვალა, რომ ფოტოზე დაახლოებით 298 კარავია: "ხედავთ, რომ ეს არის M-30 კარვები, რომლებიც საშუალოდ 30 ადამიანს იტევს."
ამრიგად, 8940 ადამიანზე გათვლილი ადგილები აღჭურვილია, მაგრამ ყველა კარავი არ არის საცხოვრებელი - ასევე უნდა იყოს ადგილები საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის: ტუალეტები, საშხაპეები, სასადილოები და სხვა.
აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბანაკი დაახლოებით 8000 ადამიანზეა მოწყობილი. ეს მაჩვენებლები ემთხვევა რუსული გამოცემა Верстка-ს მიერ ადრე გამოცხადებულ მაჩვენებლებს.
გარდა ამისა, სურათზე ყოფილი სამხედრო ნაწილის ჩრდილოეთ ნაწილში აღჭურვილი საფორტიფიკაციო ნაგებობებიც ჩანს. ამასთან, ფოტოზე არ არის არანაირი სამშენებლო ან სამხედრო ტექნიკა.