ბენ გვირი: იარაღის ტარების უფლების მისაღებად განაცხადი 260 000-მა ადამიანმა შეიტანა
ისრაელის ეროვნული უშიშროების მინისტრმა იტამარ ბენ გვირმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მის სამინისტროში ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებაზე 260 000-ზე მეტი მოთხოვნა შევიდა.
ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ ბენ გვირი მოქალაქეებისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების მიცემის გამარტივებას უჭერდა მხარს, რამაც, მისი თქმით, მსურველების რიცხვი "ათობით ათასით" გაზარდა.
"როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ ვიცოდით, რომ მართალი ვიყავით, როდესაც ვთქვით, რომ ნებისმიერ ადგილს, რომელსაც აქვს იარაღი, შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა," - თქვა ბენ გვირმა ქნესეთში.
"სამინისტროში ჩემი პოლიტიკა იყო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონოდა საშუალება მიეღო იარაღი," - აღნიშნა უშიშროების მინისტრმა. "უმოკლეს დროში, ჩვენ დღეში 3000-მდე თანხმობას გავცემდით, მაშინ როცა ომამდე, დღეში მხოლოდ 100-მდე იყო."
პროცედურის დასაჩქარებლად, ბენ გვირმა ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზიების დამუშავების უფლება ეროვნული სამსახურის მოხალისეებს მისცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის კვალიფიკაცია არ ჰქონდათ.
"მე დავამატებ მეტ მოხალისეებს, მეტ ადამიანს ეროვნულ სამსახურში, რადგან იარაღი სიცოცხლეს იცავს," - აღნიშნა უშიშროების მინისტრმა.
დღესვე, უშიშროების სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირების სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ბენ გვირი ამტკიცებს, რომ ისრაელ ავიზარმა მას უთხრა, რომ ის მრავალ მუქარას იღებს "მემარცხენეებისგან" და მისთვის "ამ შეტევების ატანა რთულია."