ბერბოკი: გერმანია უკრაინული მარცვლეულის რკინიგზით ექსპორტის გააქტიურებაზე მუშაობს

გერმანია მოკავშირეებთან მუშაობს, რათა უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო ექსპორტი გააძლიეროს.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

"მილიონობით ადამიანია დამოკიდებული უკრაინულ მარცვლეულზე. ამიტომ გერმანია მუშაობს ყველა თავის საერთაშორისო პარტნიორთან, რათა მარცვლეული საცავებში არ დალპეს. თავიდანვე გადაწყდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გარდა უკრაინის სოლიდარობის სარკინიგზო ხაზის განვითარება. ახლა ჩვენ ამას კიდევ უფრო ინტენსიურად გავაკეთებთ," - თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "შიმშილი იარაღად არ უნდა გამოიყენონ."

17 ივლისს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერება გამოაცხადა და მხარეებს რისკებით დაემუქრა, თუ გადაწყვეტენ ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში, უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

მსგავსი სიახლეები